საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია სრულად აცრილი

საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია სრულად, ანუ 2 დოზით აცრილი. მთლიანი მოსახლეობიდან კი, რაც, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 3,8%-ია. ერთი დოზით კი მთლიანი მოსახლეობის 7,4%-ია ვაქცინირებული, ხოლო 18 წელს ზემოთ მოსახლეობის – 9,7%.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.