დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
მისი თქმით, პაციენტს ვირუსი გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით სამ თვეში დაუდასტურდა.
მისივე ცნობით, ინფიცირებული ხანდაზმული არ არის და ის იმავე შტამის “მუტანტით” დაინფიცირდა.