საქართველოში Pfizer-ის 162 630 დოზა შემოვიდა

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 162 630 დოზა ვაქცინა შემოვიდა. ეს კომპანიისგან პირდაპირი მოლაპარაკების წესით ნაყიდი პარტიაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ გზით, საერთო ჯამში, ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. ამ ეტაპისთვის უკვე შემოსულია 218 790 დოზა.

31 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 481591 აცრა.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე არის შესაძლებელი.