“ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის, მე აქ ვარ უპირველესად იმისათვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ქართველ ხალხს, ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. რადგან მე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვარ, აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი.

ჩემი როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ არ ვიყო აქ, რომ არ დავდგე ხალხის გვერდით. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება იქნას გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ უფლებებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.

უწყებებთან შეხვედრისას მე აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის, მედიის, შეკრების თავისუფლება უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია ამათი დარღვევა განსაკუთრებით ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. მივმართე უწყებებს რომ პირველ რიგში თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან და სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი და ეფექტური, გამჭვირვალე გამოძიება, გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მივიღე გარკვეული შეპირებები ამასთან დაკავშირებით”,

აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე.