საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია 20 შემთხვევა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – თქვა გამყრელიძემ.