” საქართველოში ისევ წავალ, რატომაც არა?”- რუსი ჟურნალისტი, პროპაგანდისტი და პუტინთან დაახლოებული პიტი, ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ დაბრუნდება. პოზნერმა ამის შესახებ გამოცემა NEWS.ru-ს განუცხადა. მისი საქართველოში ვიზიტის,გამო გამართული საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარს პოზნერი კვლვავ არ აკეთებს. მანამდე პოზნერმა დაწერა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს შეკრება მოუწყო, ყურადღების ღირსნი არ არიან.
„მე იქ ისევ წავალ. რატომაც არა? ასეთ შესაძლებლობას მე საერთოდ არ გამოვრიცხავ. მე იქ უამრავი მეგობარი მყავს. როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში“, – განუცხადა პოზნერმა NEWS.ru-ს.