საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებ-გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 623 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან 288 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პირი გარდაიცვალა.
საკარანტინო რეჟიმში 4 702 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 459 ადამიანი რჩება.