საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-მდე გაიზარდა.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452 .