საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
ვირუსით ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტირდა.