საქართველოში კორონავირუსით დღეს 8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 201-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 28431-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი და საერთო რაოდენობა 10767 გახდა.