საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. დღეს ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა.