საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 285

საქართველოში დღეს კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა ჯამში 37 263 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი, სულ– 19 810.