საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 93 092
  • გამოჯანმრთელებულია – 73 877
  • გარდაცვლილია – 853
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 186
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 518
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 833
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.