ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო გარდაიცვალა 43 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 216 843
- გამოჯანმრთელებულია – 194 705
- გარდაცვლილია – 2 276
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 405
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13 699, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 600
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 358