საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 837 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.

15 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 245 789
  • მათ შორის გამოჯანმრთელებულაი – 229 196 
  • მათ შორის გარდაცვლილია – 2893 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15 205, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7265, PCR ტესტით – 7940
  • კარანტინის რეჟიმშია – 499