საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა – 9 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 919 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 210 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 709 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.56%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 349 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 693-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 576 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 23, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 26, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში- 3, იმერეთში – 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 19.