საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 580 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 274 145-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 56, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 824, აჭარაში – 239, იმერეთში – 292. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, მათ შორის, თბილისში – 142, აჭარაში – 36, იმერეთში -81. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 5. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 75 – აჭარაში. 3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 11.

სულ 6 ოქტომბრიდან – 2 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 950 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 907 პირი, აჭარაში – 1 190, იმერეთში – 935.