ბოლო 24 საათში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსი სულ 287 689 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის 15 769 ანტიგენის და 9 982 PCR ტესტი.
გარდაიცვალა კიდევ 11 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.
9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 276 711-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა – 76, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 13, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 86, ხოლო აჭარაში – 36.
სულ 6 ოქტომბრიდან – 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 141 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 581 პირი, აჭარაში – 1 865, იმერეთში – 967.