საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის 7 795 ანტიგენი და 5 890 – PCR.
მათივე ინფორმაციით, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში დადასტურდა 202,
- აჭარა – 46,
- იმერეთი – 19,
- ქვემო ქართლი – 14,
- შიდა ქართლი – 14,
- გურია – 9,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40,
- კახეთი – 5,
- მცხეთა-მთიანეთი – 7,
- სამცხე-ჯავახეთი – 2,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.