ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევაანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდანდღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 954-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიურიმაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 294 252 მდე.