ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 576 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.