საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 37 923 ტესტი ჩატარდა.