საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 041, ხოლო PCR-ით 10 620.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,01%, ბოლო 7 დღის 7,68%, ხოლო 14 დღის 7,08 %.