საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკა “მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები”, – განაცხადა ანთიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.