დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სამედიცინო პერსონალია. ის ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებულთა 12.7%–ს შეადგენს და ეს საშუალო ევროპული მაჩვენებელია.
გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, მეტი სიფრხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები დაიცვან.
„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ წესები და მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, ძალიან სკურპულოზურად უნდა დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის კონტროლთან არის დაკავშირებული, კერძოდ, იმ დამცავი საშუალებების მოხმარება, ჩაცმა, გახდა, დახურვა მათი და ა.შ. მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის“– აცხადებს გამყრელიძე.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 ექიმს დაუდასტურდა.
ყვარლის რაიონში ვირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუსდასტურდა. სასწრაფო დახმარების ექიმი გამოძახებებზე დადიოდა. ყვარელის შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. ასევე შესაძლოა, რომ ყვარელი დაიკეტოს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი 10 მედიკოსს დაუდასტურდა, აქედან 2 ექიმია. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 82 მედიკოსს დაუდასტურდა.