“BA.2 შტამი, ანუ ომიკრონის ყველაზე ბოლო ვარიანტი ერთ-ნახევარჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ომიკრონის პირველი სუბვარიანტი BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. ომიკრონის BA.1 სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება.
საქართველოში შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ ქვეყანაში ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი”
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “იმედთან” საუბრისას.