„არჩევნების წაგების შემდეგ კრიზისები პარტიაში ნორმალური მოვლენაა. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და ვერგამოშვებაც ისეთი ფაქტორია, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად აღვივებს.
მხარეებს ბევრჯერ შევთავაზე გამოსავალი, თუ როგორ შეიძლებოდა სიტუაციის დამშვიდება, მათ შორის პარტიის შიგნით. სერიოზულად არავინ მოგვისმინა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ დიდი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავინახავ, რომ პარტია იშლება და სხვა პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, ამას ვგულშემატკივრობ!
შიდა პარტიული არჩევნები არის მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად „ნაციონალური მოძრაობა“,
ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.