დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.
ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.