საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოვაკის” 100 ათასი დოზა ჩამოვიდა

საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოვაკის” 100 ათასი დოზა ჩამოვიდა. ის ქვეყანას ჩინეთმა საჩუქრად გადასცა.

“სინოვაკის” ვაქცინას “სინოფარმის” მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. Sinovac-ის ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 3 მაისს განიხილავს, გადაწყვეტილებას კი რამდენიმე დღეში მიიღებენ.