დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს.
„ჩვენთან საქართველში უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი პრეცედენტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 4 გარდაცვალება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 97-მდე გაიზარდა.