“დღევანდელი საღამოს მდგომარეობით, უშუქობა უკრაინის ბევრ რეგიონსა და კიევში გრძელდება. საერთო ჯამში, გვყავს 6 მილიონზე მეტი აბონენტი. გთხოვთ, მოიხმაროთ ელექტროენერგია ზომიერად, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ენერგია გაქვთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემები მოგვარდა. […] უძლეველობის ცენტრები განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ, ვიცი, რომ სამწუხაროდ ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება თავის საქმეს კარგად არ ასრულებს. კერძოდ, კიევში ბევრი საჩივარია. მერიისგან უფრო ხარისხიან მუშაობას ველოდები.
კიევში უძლეველობის ცენტრებთან მიმართებით არასერიოზული და დამამცირებელი დამოკიდებულება არავის ეპატიება, ისევე როგორც სხვადასხვა დონის ანგარიშში მონაცემის გაყალბება. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ”.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კიევის ხელისუფლებას ხარისხიანი მუშაობისკენ მოუწოდა.