საშვილიშვილო საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ, სანამ ოპოზიციური პარტიები გარეთ იყვნენ – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში საშვილიშვილო საარჩევნო რეფორმა შემუშავდა, სანამ ოპოზიციური პარტიები პარლამენტს გარეთ იყვნენ.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა ყველა დეტალშია გავლილი და მართლაც ისტორიული რეფორმა მომზადდა.

„მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია განაწყენებულია იმით, რომ მართლა საშვილიშვილო რეფორმა შევიმუშავეთ მანამ, სანამ თავად გარეთ იყვნენ. ხვდებიან, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, საარჩევნო რეფორმა ყველა დეტალშია გავლილი და მართლაც ისტორიული რეფორმა მომზადდა. ამაზე გული წყდებათ, მაგრამ მოდით, ძალიან მნიშვნელოვანს ნურავინ დააზიანებს. თამარ ჟვანიას დაჩემებით და ამ საკითხზე შეჩიჩხინებით, მართლაც, რევოლუციურ და ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ნუ დააზიანებენ. თუ ვინმე შეთანხმებას გულმოდგინედ წაიკითხავს, ნახავს, რომ ცესკო-ს სამივე დონეზე ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდება და აღარ დარჩება თამარ ჟვანიას ადგილი, მაგრამ ამ საკითხზე დახვევით, მეჩვენება, რომ საარჩევნო პროცესის შეფერხება უნდათ, რადგან ხვდებიან, რომ ჩვენ, „მოქალაქეები“ რის გამოც შემოვედით პარლამენტში და დიდი რეფორმა გავატარეთ, ამაზე შესაძლოა ცოტა ბოღმა აქვთ, ეს ბოღმები გვერდზე უნდა გავწიოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.