ქეთი ნაკაშიძე ქართველი ემიგრანტია რომელიც თურქეთში იმყოფება, ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.
„თურქეთში საშინელება ხდება. ათას ექვსასი ადამიანი გარდაიცვალა და 47 ათასი დავირუსებულია. მედპერსონალები ლამის კლინიკებში დასახლდნენ, მუხლჩაუხრელად შრომობენ, ათასობით მომაკვდავი ადამიანი გამოაჯანმრთელეს. თვალცრემლიანი ექიმები ტელე-ეთერით ეხვეწებიან მოსახლეობას „დარჩით სახლში ჩვენი გულისთვის, რადგან შენს გამო ვართ ჩვენ კლინიკებში. შაბათ-კვირას საერთოდ აიკრძალა ქუჩაში გასვლა. მართალია, თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დაუმორჩილებელი მოსახლეობის გამო ვითარება გართულდა.ღამის პირველი საათია და ქუჩები ხალხითაა სავსე. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, უამრავი ადამიანი პროდუქტის რიგში დგას, პირბადეების გარეშე. ათათურქის აეროპორტი საავადმყოფოდ გადააკეთეს.
თურქეთის ხელისუფლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ტელე-ეთერით მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას სთხოვს…ასობით სასაფლაო წინასწარაა გათხრილი. ქვეყანაში ვირუსის და სიკვდილის სუნი თანაბრად ტრიალებს.ეპიდემიის ეპიცენტრი სტამბოლია. აქ საშინელება ხდება, თუ ასე გაგრძელდა,კარანტინი არასდროს დასრულდება, რადგან ვირუსს მისცეს გავრცელების საშუალება. ლირა შვიდამდე ავიდა, პროდუქტი საშინლად გაძვირდა, მაგრამ დეფიციტი არაა.თურქეთში ვართ, პირბადეების საშინელი დეფიციტია, აფთიაქში მარლებიც კი ვერ ვიშოვეთ, იქნებ თავად შეგვეკერა მაინც.ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა…ჩემს საქართველოში მინდა, უფალო დაგვიფარე.
P.s. ახლახანს გავიგე, რომ პირბადეების დეფიციტი აღარ არსებობს, ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოება დაიწყო და ყველგან უფასოდ რიგდებაო. რა თქმა უნდა, გაყიდვაშიცაა“, – წერს ემიგრანტი