საშიში რიტორიკაა, ამძიმებს სიტუაციას – სტოლტენბერგი პუტინის ბრძანებაზე

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, პუტინის ბირთვული მზადყოფნის ნაბიჯი “საშიში რიტორიკაა”. ინფორმციას CNN ავრცელებს.

“თუ ამ რიტორიკას გავაერთიანებთ იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულფასოვან შეჭრას უკრაინაში, ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას“, – თქვა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს უკრაინას და ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაზარდეს ნატოს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები მოიყვანონ განსაკუთრებულ მზადყოფნაში, რაც ბირთვული ძალების მობილიზებას გულისხმობს.