საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ 1-2%-ზე – მათიკაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში არჩვენების შედეგები 1–2%–ით შეიცვლება, რაც არსებით გავლენას ვერ მოადენს. მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ქართული ოცნება მარტო არ დარჩება.

“გონივრული რაოდენობა საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ 1-2%-ზე, რომელიც არსებითად ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას. მე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ ვიცი, მთლიანად იქნება ეს თუ ნაწილობრივ იქნება, საქართველოს პარლამენტში მაინც შემოვლენ უმრავლესობის გარდა სხვა წევრები, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდება ჩვენი პოლიტიკური ძალა მარტო არ დარჩება” – ამბობს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.