საჩხერის სასწრაფო დახმარების 24 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების გამო, 4 ბრიგადიდან მხოლოდ 1 ბრიგადა აგრძელებს მუშაობას.
ინფიცირებული ექიმების ნაწილი სახლში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია –162 475
- გამოჯანმრთელებულია – 133 511
- გარდაცვლილია – 1 504
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 1282