საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.
“დღეს-დღეობით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე ნათლად აისახება, ვინაიდან, არის საწოლფონდისსერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს. ჩვენ ასევე ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. დღეის მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება. “, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.