ვაგნერთან დაახლოებული ტელეგრამ არხები ადასტურებენ, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მეთაური, ევგენი პრიგოჟინი მართლაც დაიღუპა მისი ბიზნეს თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მოსკოვთან ახლოს,ტვერის რეგიონში . თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ცხედრების ექსპერტიზით არ დადასტურებულა. მედიის ინფორმაციით ცხედრების იდენტიფიკაციას დნმ ექსპერტიზა ჭირდება.
BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო დამკვირვებელი პაველ აქსენოვი – “ვაგნერის” თვითმფრინავის ბოლო წუთებს აფეთქებამდე ასე აღწერს:
Flightradar24 სერვისმა, რომელიც აკონტროლებს თვითმფრინავების ფრენებს ტრანსპონდერის სიგნალების გამოყენებით, დაარეგისტრირა Embraer Legacy 600 ფრენა სარეგისტრაციო ნომრით RA-02795
თუ ფრენის ტრაექტორიით ვიმსჯელებთ, თვითმფრინავმა ჩართო ტრანსპონდერი უკვე ჰაერში – ასე აკეთებენ ზოგჯერ ბიზნეს თვითმფრინავები. იმ დროს, როცა ის ის 3,7 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა მოსკოვის მახლობლად ქალაქ ზელენოგრადთან, მიფრინავდა 585 კმ/სთ სიჩქარით და თანდათან კრეფდა სიჩქარეს და სიმაღლეს.
სენსორების მიერ დაფიქსირებული მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავი სიმაღლეს და სიჩქარეს ზრდიდა. ეს ნიშნავს, რომ ის, დიდი ალბათობით, “დონეზე” გადიოდა, ანუ ადიოდა ისეთ სიმაღლეზე, რომლითაც გააგრძელებდა ფრენას დანიშნულების ადგილამდე.
სოფელ შერნევოს მახლობლად ტრანსპონდერმა შეწყვიტა სიგნალის გაგზავნა. ამ მომენტში თვითმფრინავი აგრძელებდა სიმაღლეზე ასვლას. ტრანსპონდერი უშუალოდ ფრენის დროს გამოირთო, რადგან მას ტრაექტორიაზე სიმაღლის დაკლება აღარ უჩვენებია.
?? Likely false claims being made that Prigozhin of Wagner PMC was killed in a plane crash near Moscow in Tver. This stinks of Prigozhin’s own plot to disappear.
1. Plane manifest listed Prigozhin as passenger – this is “evidence.”
2. Two explosions heard in air before crash. pic.twitter.com/5fu1OUxDgE— Igor Sushko (@igorsushko) August 23, 2023
ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა ან გამორთული იყო ან სხვა მიზეზით შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ ეს დანამდვილებით ჰაერში მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებელია, პოლიციამ კატასტროფის ადგილზე შესასვლელები გადაკეტა.
”ახლა ბნელა, მაგრამ ისინი მუშაობენ პროჟექტორების ქვეშ”, – თქვა მან.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან სოფელ კუჟენკინომდე, დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრია. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილთან ყველაზე ახლო დასახლებული ადგილი კი ფერმაა.
”თვითმფრინავი ფერმადან 200 მეტრში დაეცა, არ დააზიანა არცერთი შენობა, ჩავარდა ტყის გვერდით გაშლილ მინდორში,” – ამბობს ანონიმი თვითმხილველი.
— Горянов. (@gorianov) August 23, 2023
BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო მიმომხილველი, ილია აბიშევი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ამბობს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ის სრულიად უკონტროლო იყო. ეს არ არის ბრტყელი ტრიალი ან პიკირება, რომელიც თვითმფრინავს შეიძლება დაემართოს პილოტის შეცდომის გამო.
ასე თვითმფრინავი ეცემა მხოლოდ ძირითადი მართვის სისტემების სრული და მოულოდნელი განადგურების შემთხვევაში.
თუ მართალია, რომ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, თვითმფრინავის ნაწილების ვარდნა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ფიუზელაჟი უკვე მიწაზე დაეცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვითმფრინავის განადგურება ჰაერშივე მოხდა.
უმეტეს შემთხვევაში, ასეთ განადგურებას იწვევს აფეთქება ბორტზე ან რაკეტის მოხვედრა.– ამბობს ჟურნალისტი.
მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი უკიდია.
A video appeared, which allegedly shows the moment of the crash of Prigozhin’s plane. pic.twitter.com/KkTmw7LoH9
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) August 23, 2023
არაერთი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტით ჩამოაგდეს.
კრემლის მხრიდან პრიგოჟინის თავიდან მოშორების გარდა, ვერსიებს შორის არის თავად პრიგოჟინის მიერ საკუთარი სიკვდილის ინსცენირების ვერსიაც. ორი დღის წინ მან ვიდეო ჩაწერა აფრიკიდან. გაჩნდა კითხვები, როგორ ირიცხებოდა ბორტზე მყოფთა სიაში, როცა ის აფრიკაში იყო, თუმცა, როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ანდრეი ზახაროვმა ტელეგრამზე დაწერა, მან დანამდვილებით იცის, რომ დღეს ის ნამდვილად გაფრინდა აფრიკიდან რუსეთში და მასთან ერთად იყო ვაგნერის მთელი სამეთაურო შემადგენლობა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის რეგიონში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ათი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 7 მგზავრი და 3 ეკიპაჟის წევრია. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებით, მგზავრებს შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აზუსტებენ, ბიზნეს თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა და ტვერის რაიონში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
შემთხვევა 23 აგვისტოს, 18:20 საათზე ბოლოგოვსკის რაიონის სოფელ კუჟენკინოსთან მოხდა. პრიგოჟინის თვითმფრინავი Embraer Legacy 600 მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა.
ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა – ყველა დაიღუპა. თვითმფრინავი შერემეტევოდან 17:54 წუთზე აფრინდა და რადარის ეკრანებიდან 26 წუთის შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც ის 8500 მეტრის სიმაღლეზე იყო და 950 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა. მანამდე ადგილობრივებმა რამდენიმე ხმამაღალი ხმა გაიგეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევის“ მუხლით.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Embraer-ის მიერ წარმოებული ბიზნეს თვითმფრინავია. სააგენტო მალევე თქვა, რომ მგზავრების სიაში არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი.ასევე ვაგნერის ერთ–ერთი ლიდერის, დიმიტრი უტკინის გვარი.
ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია პირველ რიგში ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს. ბაზამ და Mash-მა, კერძოდ, დაწერეს, რომ ეს არის Embryer-ის ბიზნეს ჯეტი.
ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავარაუდოდ ეკუთვნოდა ვაგნერის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს.
ევგენი პრიგოჟინი რეალურად ფლობდა Embraer Legacy 600 თვითმფრინავს.
დასავლური მედია არაერთხელ წერდა, რომ ვაგნერის მეთაურს ორეულები ჰყავდა – მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურად იცვლიდნენ გვარს, სახელს და მამის სახელს და ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი ან დიმიტრი ვალერის ძე უტკინი ხდებოდნენ.
რამდენიმე ფსევდოპრიგოჟინი და ფსევდოუტკინი ბიზნესითაც იყვნენ დაკავებული. მედია ვარაუდობდა, რომ სწორედ ერთ–ერთი ასეთი ფსევდოპრიგოჟინი ჩაფრინდა ლიტვაში, როცა ნამდვილი პრიგოჟინი უკვე სანქციების ქვეშ იყო. მისი კიდევ ერთი ორეულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ის სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. რამდენი ორეული ყავდა სულ პრიგოჟინს, უცნობია.
ამბოხის მცდელობის შემდეგ ივლისის ბოლოს პრიგოჟინმა ბელორუსში წასვლის შესახებ განაცხადა, არადა პეტერბურგსა და მოსკოვში ხშირად ჩნდებოდა. დასავლური მედია პენტაგონის ვერსიაზე წერდა, რომლის მიხედვით პრიგოჟინი “ორეულებს“ საკუთარი გადაადგილების დასამალად იყენებდა.