სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უმრავლესობის წევრს, ირაკლი ზარქუას დისკუსიაში იწვევს. ზარქმუამ მას არაობიექტური უწოდა და ივარაუდა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ომბუდსმენი რომელიმე პარტიის სიაში იქნება.
ლომჯარიას თქმით, მისი განცხადებების უკან არგუმენტირებული საფუძვლები დევს.
„სიამოვნებით მოვუსმენ ბატონ ირაკლი ზარქუას პლენარულ სხდომაზე, ჩემი მოხსენების შემდგომ და მოვისმენ მის კითხვებს თუ არგუმენტაციას, კონკრეტულად რომელი შეფასების დროს არის სახალხო დამცველი მიკერძოებული. ვიწვევ მას დისკუსიაში, რომ განვიხილოთ მისი არგუმენტები, რომელი კონკრეტული შეფასება მიაჩნია მას მიკერძოებულად, რადგან მე მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენი განცხადების უკან დგას სათანადოდ შესწავლილი და არგუმენტირებული საფუძვლები. ამიტომ თუ მას ასე მიაჩნია, ვიწვევ მას, რომ პლენარულ სხდომაზე დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია,”- განაცხადა სახალხო დამცველმა.