სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში მონიტორინგს იწყებს

სახალხო დაცმველი საკარანტინო სივრცეებში მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანია ამ სივრცეებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების და პირობების შესწავლა.

სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც წერია:

“ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია.“

საკონტაქტო  ინფორმაცია

ტელეფონი: 591 90 33 22 (ხატია ხელაძე)

Facebook

ელ-ფოსტა: khkheladze@ombudsman.geinfo@ombudsman.ge