გიორგი გახარიამ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს, რას გულისხმობს ნეპოტიზმსა და კორუფციაში, ასევე, უნდა თქვას, რას აკეთებდა ამის წინააღმდეგ, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გიორგი გახარიას გამოსვლასთან დაკავშირებით.
„ ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა ყოფილმა ომბუდსმენმა, პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამხელა თანამდებობებზე ნამუშევარმა რომ გამოგვიცხადა, ნეპოტიზმი და კორუფცია არისო, სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა. თავად რას აკეთებდა? – ან მონაწილე იყავი, ან თვალს ხუჭავდი. თუ გახარია ოპოზიციაში საქმიანობას ასე იწყებს, ეს მას არ წაადგება. გიორგი გახარიამ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს, რას გულისხმობს ნეპოტიზმსა და კორუფციაში, ასევე, უნდა თქვას, რას აკეთებდა ამის წინააღმდეგ, თუ შეატყობინა კონკრეტულ უწყებებს და ეს ადამიანები რატომ არ ამხილა. ამხელა თანამდებობაზე ნამუშევარი კაცი რომ ამ ყველაფერს ასე დააბრეხვებ, ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება, პასუხების გაცემა მოუწევს“, – განუცხადა ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.