სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება, სადაც ასევე აღნიშნულია სისხლის სამართლის საქმის მასალების მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების მავნე პრაქტიკა, პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშიც არის განხილული.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესწავლილი აქვს არაერთი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმის საქმეების მასალები (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები და ა.შ.) პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებით, გავრცელდა საჯაროდ. სამსახურის მიერ შესწავლილ ფაქტებს შორის, არის ისეთი შემთხვევები, როცა გასაჯაროებულ მასალაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს და ისეთი შემთხვევებიც, როცა სისხლის სამართლის მასალა ბრალდების მხარეს გადაცემული ჰქონდა დაცვის მხარისათვის”, — ნათქვამია განცხადებაში.