“სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?”,- ასე პასუხობს პრემიერი გიორგი გახარია სერგო რატიანის კითხვას გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველო საგადასახადო დატვირთვით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და გადასახადები იმდენად მცირეა, რომ მათ შემდგომ შემცირებას ბიზნესზე არანაირი ზემოქმედება არ აქვს.
“ეს ფისკალური ღონისძიებები, შევამციროთ საშემოსავლო და ქონების გადასახადი, რასაც თქვენ მთავაზობთ, არის დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირებაა, რომელსაც გაუთვიცნობიერებელი მოქალაქე, შეიძლება რაღაც ისეთი გამოიწვიოს…
კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძიება, რომელიც მივიღეთ ბიზნესის მიზნობრივი დახმარებისთვის, არის მიმარული ბიზნესის ლიკვიდობის დაბრუნებისკენ”,- უთხრა გახარიამ რატიანს.
,,ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა პრემიერს საშემოსავლო და ქონების გადასახადის შემცირება, ასევე აქციზის გადასახადის შემცირება შესთავაზა.