სასამართლომ, სახელმწიფოს 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილისთვის კომპენსაციის სახით 35 000 ლარის გადახდა დაეკისრა – პეტრიაშვილის საქმეს სასამართლოში იურისტი გვანცა კვარაცხელია და ბექა ბასილაია იცავდნენ. გვანცა კვარაცხელიას განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ აღიარა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფომ გადაამატა ძალას.
“ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ სასამართლომ სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა და დაადგინა, რომ დარღვევა იყო მის მიმართ, სახელმწიფომ გადაამეტა თავის ძალას, არაპროპორციული ღონისძიება გამოიყენა და მშვიდობიან მოქალაქეს ლუკა პეტრიაშვილს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ეს არის პირველი პრეცედენტი 20 ივნისის საქმეზე, როდესაც დაზარალებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ანუ აღიარა, რომ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ გადაამატა ძალას. “. – ამბობს გვანცა კვარაცხელია.