სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა – სუბარი დიმიტრი გორდონზე

“სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა “- ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებას. მისი თქმით, როდესაც საუბარია ჟურნალისტზე რომელსაც, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა სურს, არასწორი განცხადებები არ უნდა აკეთოს.

“არშემოშვების მიზეზები არ ვიცი, ამას შესაბამისი უწყება გასცემს პასუხს. როდესაც ვლაპარაკობთ ჟურნალისტზე და ამბობთ, რომ ის საქართველოს მეგობარია, მან პირველ რიგში, კეთილი უნდა ინებოს და გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს და არ უნდა გააკეთოს არასწორი განცხადებები. არასწორის ის, რომ სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის მიმართ  ფალსიფიცირებულია.სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა. ამის უფლება აქვს სასაზღვრო სამსახურს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, განმარტებას გააკეთებენ”, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 31 მარტს, რუსი ჟურნალისტი, პროპაგანდისტი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში კომენდანტის საათის და სხვა აკრძალვების დაარღვევით უპრობლემოდ ჩამოვიდა.