თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის წაგებას ეხმიანება.
მისი მტკიცებით, სახელმწიფოს დავა არ წაუგია, არამედ კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
“მათი მოთხოვნა იყო, რომ კახა კალაძეს ხელი უნდა მოეწერა ჩემს თანამშრომლებთან ერთად და 200 მილიონი გადაგვეხადა ამ კომპანიისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდით და ეს არის 2003 თუ 2007 წელში გაფორმებული ხელშეკრულება, წინა ხელისუფლების დროს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს”- თქვა კალაძემ.
საქართველოსა და Inter Rao-ს შორის დავა 2017 წლიდან დაიწყო. კომპანია ითხოვდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. საქართველოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან ქვეყანაში არსებული სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ტარიფში კომპენსირებას.
ცნობისთვის, Inter Rao-ს მფლობელობაშია “თელასი”-ს აქციათა 75%-ს, ხოლო სს “ხრამჰესი 1” და “ხრამჰესი 2”-ის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ორი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.