ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჩხორიაში მამაკაცმა თავი მოიკლა. ის გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადენენ, 55 წლის მამაკაცს ორი სტუდენტი შვილი ჰყავს.
„საშინელება დატრიალდა, ხაიშში მუშაობდა სახერხ საამქროში და სამსახური დაკარგა. სახლში რომ დაჯდა და სამსახური დაკარგა ამას განიცდიდა“,- განაცხადა ოჯახის ახლობელმა.