საჯარო რეესტრმა ”ფედერალისტები” პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა ფედერალისტები პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრირა. ინფორმაციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

“ფედერალისტებო, გილოცავთ, დარეგისტრირდა ჩვენი პარტია!” – წერს ჩერგოლეიშვილი.

9 თებერვალს რიგით მეორე სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა, მას შემდეგ რაც, ტექნიკური მიზეზებით საჯარო რეესტრმა პარტიის წესდება დაახარვეზა.