სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დახრჩობის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.