სენსაცია იქნებოდა, ამ რეჟიმისგან, რომელმაც ასე ცინიკურად შეარჩია მსხვერპლად ლაზარე და მათი მოსამსახურე სასამართლოსგან, სხვა რამე რომ გვენახა.

უბრალოდ, ეს ამბავი შეგვახსენებს იმას, როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა შეყვანილი, და რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ შეცვლასთან ერთად, აუცილებელია იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას, არამარტო ამ სამარცხვინოს, შეიძლება, ასე მოემსახუროს.

ასევე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ყველას, ვინც ნახა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მომზადებული ფილმი – ლაზარეს 12 მსაჯული, იმათმა იციან და სხვებმაც უნდა იცოდნენ – საქმე ის კი არაა, რომ “ლაზარე სწორ საქმეს ემსახურებოდა, მაგრამ კონკრეტული ქმედება, რაშიც ბრალი ედებოდა, ჩადენილი აქვს”, არა, ეს ბრალდება არის ფაბრიკაცია, მტკიცებულებები იაფფასიანად, ზედაპირულად არის გაყალბებული, მას არ ჩაუდენია, ის წინასწარ შეარჩიეს მსხვერპლად.

განაცხადა, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლაზარე გრიგორიადისისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთაზე.